ფონიჭალაში მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ოჯახი გაანადგურა. 19 ნოემბერს საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ვერონიკა ვანიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის, არიანას სიცოცხლე ემსხვერპლა.
დედა-შვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ახლობლები და ოჯახის წევრები მათ ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
„სული მეწვის… მომენატრებით, ჩემო თვალებბრიალა გოგოებო…“ – წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ხანგრძლივი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
ტრაგედიას გადარჩა 3 წლის თაია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
