ზაზა ბიბილაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ ეს ადამიანები საქართველოს მტრობდნენ, რუსეთი ევროსაბჭოში მხარდაჭერილ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყანას პირდაპირ მტრობდნენ.
„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში რუსეთთან ერთად „ნაცებს“ ვებრძოდით და ყოველ ჯერზე ორივე დავამარცხეთ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ქვეყანას პირდაპირ მტრობდნენ, მათ შორის მოკავშირებაად იყვნენ ამ რეზოლუციის ხელმოწერის დროს და ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებენ თავს, რადგან ამ ტვირთს ვერასოდეს ვერ გაექცევიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
