ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ.
რამდენიმე წუთის წინკი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოებიც შეაჩერეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებში მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვებიც. ადგილობრივების თქმით, კორპუსი ავარიულია. ადგილზე იმყოფებიან კორპუსში მცხოვრები ადამიანების ახლობლებიც.
“ჩემი მეგობარია მოყოლილი, 57 წლის იქნება“, -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„ოთხივე სართული არის ჩამოსული პირველ სართულზე. დეიდაა მოყოლილი დაბლა. ჩვენი ოჯახიდან გამოვედით“, – ამბობს მეორე თვითმხილველი.
„ბავშვები არიან მოყოლილი ორი, პატარები“, – განუცხადა „ტვ პირველს“ კიდევ ერთმა პირმა.
