Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 12.6 პროცენტამდე შემცირდა – საქსტატი

November 19, 2026
2026 წლის ივლისში 2 861 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მესამე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.6 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 49.0 პროცენტს და 45.8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.8 პროცენტი შეადგინა.

2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.8 პროცენტს და 14.0 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.5 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ანგარიშით, 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.2 პროცენტული პუნქტით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გვექნება საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ რეალური სახე ვაჩვენოთ ადამიანებს – ჩვენ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ისინი არიან რუსები – გრიგოლ გეგელია
  • “ბავშვები დედებთან ერთად არიან მოყოლილები და როგორ გავიდეთ ადგილიდან?” – ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა
  • ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანაზე – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge