Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა – ლევან კობიაშვილი

November 19, 2026
ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა – ლევან კობიაშვილი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ლევან კობიაშვილი გულშემატკივართა სამართლიან იმედგაცრუებაზე წერს და ამბობს, რომ წარმატებისთვის საჭიროა შეცდომების აღიარება და ახალი ბრძოლისთვის მზადყოფნა.

“პირადად ჩემთვის ეს შედეგი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სწორედ ამ გუნდის უმრავლესობა სულ ცოტა ხნის წინ იყო იმ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გვაჩუქეს დაუვიწყარი ემოციები, სიამაყის განცდა და რწმენა იმისა, რომ ერთად შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი იმედგაცრუება კიდევ უფრო მძიმე. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია ამ გუნდს და გვჯერა, რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო შედეგებმა გვაჩვენა.

ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სწორი დამოკიდებულება, შეუპოვრობა, ყოველდღიური შრომა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. გუნდურ წარმატებას თითოეული ადამიანის წვლილი ქმნის და როდესაც შედეგი არ მოდის, ყველამ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში იმ მიზეზების დანახვა, რომელთა შეცვლაც ჩვენს ძალებშია.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლოს ამ მარცხის ღირსეულად მიღება, ტკივილის სწორ მოტივაციად გარდაქმნა და ახალი ენერგიით დაბრუნება. უნდა დავივიწყოთ წარუმატებლობა, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ პერიოდმა მოგვცა. მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა”, – წერს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა და ანტირეკორდი დაამყარა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ სადარბაზოში,სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
  • ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა – ლევან კობიაშვილი
  • “ძალიან დიდი ტრაგედიაა, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები იყვნენ მანქანაში” – ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge