Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალიან დიდი ტრაგედიაა, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები იყვნენ მანქანაში” – ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები

November 19, 2026
გლ­და­ნი მოლ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ უმძიმეს ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. უმძიმესია სოციალური ქსელით გავრცელებული ტრაგედიის ამსახველი კადრები.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, შატბერაშვილები. ისინი ბორჯომში, წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ.
გლოვობენ ადგილობრივები გარდაცვლილებს და ყველა შეძრულია მომხდარით.

“ჩემი თანასოფლელები არიან დაღუპულები, საუკეთესო ოჯახი, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. დაიქცა ეს უკარგესი ოჯახი. მე ახლა თბილისში ვარ და აქ, სოციალური ქსელით გავიგე მომხდარი. ეს დიდი ტრაგედიაა. როგორც გავიგე, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები ყოფილან მანქანაში. შატბერაშვილები არიან. ლია და როლანდ შატბერაშვილებს ჩვენთან ყველა იცნობს და ყველა პატივს სცემს, ისინი არიან გარდაცვლილები და ასევე გარდაცვლილია საუბედუროდ მათი შვილიშვილი, ისიც ადგილზე დაღუპულა, როგორც გავიგეთ, მანქანაში ყოფილა მეორე შვილიშვილიც, ისიც მძიმედ დაშავდა და გადმოუყვანიათ თბილისში. იმედია გადარჩება. არ ვიცი სხვა რა გითხრათ. ძალიან დიდი ტრაგედიაა, მეტს ვერაფერს გეტყვით”- ამბობს შატბერაშვილების მეზობელი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება თხოვნა, რომ ყველამ ერთად ილოცონ დაშავებული გოგონას გადარჩენისთვის. „მძიმე ღამე დაგვიდგა… საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის. გეხვეწებით არ დაიზაროთ, უნდა ვილოცოთ ბარბარეს გადარჩენისთვის. 10 წუთში ვიწყებთ ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხვას ბარბარეს გადარჩენისთვის. გთხოვთ, არ დაიზაროთ, შემოგვიერთდით, რომ დედაღვთისას შევევედროთ მეორე შვილი უცოცხლოს საოცარ, მაგრამ გამწარებულ დედ-მამას. გთხოვთ, წაიკითხეთ ჩვენთან ერთად. ერთად ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ბარბარეს გადარჩენისთვის“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

როგორც ამბობენ, დაშავებული გოგონა არასრულწლოვანია და ის ხაშურის “ევექსის” კლინიკიდან რეანიმობილით იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.
რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ სადარბაზოში,სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს
  • ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა – ლევან კობიაშვილი
  • “ძალიან დიდი ტრაგედიაა, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები იყვნენ მანქანაში” – ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge