ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს – უწყებიდან “ტვ პირველს” მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობას უდასტურებენ.
დაჭრილების შესახებ შსს ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება ყიფშიძის ქუჩაძე კორპუსის ავტოფარეხში წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა.
როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, მოკლული შუახნის კაცია.
