ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
