Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ალექსიძე თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე – გვიპასუხონ, რატომ ხდება საქართველოს მასშტაბით ძაღლების მასიური გაქრობა?

November 18, 2026
ლევან ალექსიძე თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე – გვიპასუხონ, რატომ ხდება საქართველოს მასშტაბით ძაღლების მასიური გაქრობა?

გვიპასუხონ, რატომ ხდება საქართველოს მასშტაბით ძაღლების მასიური გაქრობა? – ამის შესახებ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე, აქციის ორგანიზატორმა ლევან ალექსიძემ განაცხადა.

ალექსიძის თქმით, მათი მოთხოვნა ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობაა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ძაღლი აგრესიულია, ის არ უნდა გადაიყვანო თავშესაფარში. პირიქით, ჩვენ, საზოგადოება მომხრე ვართ, რომ პოპულაცია შემცირდეს, ოღონდ ჰუმანურად. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როცა ძაღლს აიყვანენ, უნდა გაფორმდეს ეს ძაღლი, ვეტერინარული დასკვნა უნდა იყოს, თუ რა დაავადება სჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ჰუმანური ევთანაზია.

საზოგადოებამ ნახა ფაქტები, ადამიანებმა ამოიცნეს მიკედლებული ძაღლები, თბილისის მერიას ეს ძაღლები უზრუნველყოფილი ჰყავდა სპეციალური საჭდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ძაღლი იყო სტერილური, შესაბამისად, არანაირი მიზეზი არ არსებობს ამ ძაღლების დაძინების. თუ დაავადებული იყვნენ, გვაჩვენონ, თუ არადა, რატომ ხდება მთელი საქართველოს მასშტაბთ ძაღლების ქუჩიდან მასიური გაქრობა, სად არიან ეს ძაღლები და რატომ არ უშვებენ ადამიანებს პირობების სანახავად? რატომ არ გვაქვს პასუხები?

თუ თბილისი მერი, რომლის კონტროლის ქვეშაც არის მონიტორინგის სამსახური, თვლის, რომ ამ სამსახურში ყველაფერი სუფთადაა, მაშინ თვითონ მის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ იმ კადრების შემდეგ, რაც საზოგადოებამ ნახა, მყისიერი გამოძიება დაიწყოს და ყველას გაგვცეს პასუხი“, – აღნიშნა ლევან ალექსიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკოლოზ ჯავახიშვილის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge