სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.
თბილისის N109 საბავშვო ბაღში ინციდენტთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბაღების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შენობაში არსებული ელექტროქსელის სრული შემოწმება.
შემოწმდა მოაჯირის მდგომარეობაც, შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაკეთდა შეფასება და საფრთხისშემცველი არ არის.
საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. ამასთან რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია ბაღში მყოფ არც ერთ პირს საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა.
