Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური ორგანიზაციებისა, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა…”- რას ამბობს გივი მიქანაძე

November 18, 2026
” მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური ორგანიზაციებისა, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა…”- რას ამბობს გივი მიქანაძე

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ არაერთი აღიარება მოვისმინეთ ევროკომისიის მხრიდან, რომელიც საქართველოს წარმატებაზე მეტყველებს.

მსგავსად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური ორგანიზაციებისა, მათ განაცხადეს, რომ საქართველოში ეკონომიკური წინსვლა რეალობაა. ახლა კი ვხედავთ, რომ აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა პროფესიული განათლების სფეროსა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის კუთხით“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც საზოგადოების მზარდი ნდობით, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა ყოველწლიური ზრდითა და სახელმწიფოს მიერ სწავლის სრულად დაფინანსებით დასტურდება.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ჩვენი მოქალაქეები დასაქმების შესაძლებლობით და ღირსეული ანაზღაურებით. ამის ფუნდამენტს კი ხარისხიანი განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია ქმნის.

სწორედ ამიტომ, პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია არა მარტო სამინისტროსთვის, არამედ მთლიანად მთავრობისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

საზოგადოების მხრიდან იზრდება პროფესიული განათლების მიმართ ნდობა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მატულობს.

სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს სრულად უფინანსებს სწავლას როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში.

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ევროკომისია აღიარებს საქართველოს პროგრესს და არის წარმოჩენილი როგორც ლიდერი, მაშინ როდესაც, პარალელურად, გვესმის პოლიტიკური განცხადებები, რომლის უკანაც არანაირი არგუმენტი არ დგას. ცხადია, რომ ეს არის მიზანმიმართული მცდელობა და ორმაგი სტანდარტის დანერგვა საქართველოსთან მიმართებით. სწორედ მათივე განცხადებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ ორმაგი სტანდარტით გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან, რომელზეც ევროკომისია ხშირად აკეთებს აქცენტირებას.

ევროკომისიის მხრიდან გაჟღერებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო აგრძელებს პროგრესს, შესაბამისი სტანდარტებით და თავისი განვითარებით ძალიან უახლოვდება იმ საერთო მოცემულობას, რაც ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. საქართველო ინარჩუნებს ლიდერობას კანდიდატ წევრებს შორის და ბევრი სხვა მონაცემით საქართველო მოქმედ ევროკავშირის წევრებსაც კი უსწრებს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნაცემია გენერალური პროკურორის მოადგილის ოჯახის წევრი – მედია
  • მოკლული დავით ნარიმანიძის დედა დღეს შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პირველად შეხვდება
  • “გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა – სააკაშვილმა მიმართა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით“ – ბოკერიამ თქვა, რომ „ლაზარე შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge