Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

VIDEO: “დედის მიერ ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, ვეღარ მოითმინა” – ადვოკატი შვილის მიერ დედის მკვლელობაზე

August 15, 2022
VIDEO: “დედის მიერ ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, ვეღარ მოითმინა” – ადვოკატი შვილის მიერ დედის მკვლელობაზე

დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 17 წლის ბიჭი დანაშაულს აღიარებს.

მკვლელობის მოტივად კი ასახელებს, რომ დედის მხრიდან მისი მეგობრის მიმართ დამოკიდებულება არ იყო სათანადო, ასევე ამბობს, რომ ქალმა შვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

„აღიარებს დანაშაულს. აღიარებს, რომ დედამისის დამოკიდებულება მისი მეგობრის მიმართ არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ნორმალურ ურთიერთობაში, ამას პლუს დედის მიერ ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული მის მიმართ, რომ ვეღარ მოითმინა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.

რა იქნება და როგორ, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. მეზობელი ქალიც ესწრებოდა, დალია, დათვრა და დაიძინა, არაფერი არ გაუგია“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

“გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ დღეს?
  • “ამიერიდან აკრძალული იქნება..” – რას აანონსებს დონალდ ტრამპი?
  • “ცოტა თავმდაბლობას მაინც ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება” – ჩერგოლეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge