Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თუ მარტა კოსს თავის მოსულელება უნდა, მოისულელოს – რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი თავის წარმოდგენა, ამიტომ იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან – ლევან მახაშვილი

November 17, 2026
თუ მარტა კოსს თავის მოსულელება უნდა, მოისულელოს – რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი თავის წარმოდგენა, ამიტომ იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან – ლევან მახაშვილი

მარტა კოსს თუ ასე თავის მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს – ეს რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად ეუბნებიან, რომ შეუძლიათ დაკავშირებადობის დღის წესრიგში ჩაერთონ, მაგრამ “არ მოდიან”.

მახაშვილის თქმით, ქართული მხარე მზადაა სერიოზული საუბრებისთვის და არა საბავშვო ბაღის თამაშებისთვის.

“მარტა კოსს მე არაფერს ვუპასუხებ. თუ ასე თავის მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს საკუთარი თავი. მარტივად არის სიტუაცია – ეს არის მინისტერიალი, მინისტერიალში მონაწილეობენ მინისტრები და არა ელჩები ან სხვა. იქნება მინისტერიალზე მინისტრის დონეზე მოწვევა, იქნება შესაბამისი მონაწილეობა საქართველოს მხრიდან. ეს არის პროცედურების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ შენი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი კლავ ჯიუტად მოახვიო თავს ქვეყანას. ეს რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმე. ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ სერიოზული საუბრებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოების, შავი ზღვის, ვაჭრობის თემატიკა თუ სხვა და არა ამ ტიპის საბავშვო ბაღის თამაშებისთვის,” – განაცხადა მახაშვილმა.

ამასთან, “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ამ ტიპის ჭირვეულობას, მით უფრო გართულდება ევროკავშირის ინტერესების დაცვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში”.

მახაშვილი ბრიუსელს მოუწოდებს, იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან.

“ეს საქართველოს ხელს არ უშლის იმაში, რომ ააშენოს პორტები, განავითაროს გზა, განავითაროს ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და რაც მთავარია, ააშენოს სწორედ ეს სავაჭრო დერეფანი საკუთარ პარტნიორებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მეზობლებთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ერთად. ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, როგორ ბოროტად გამოიყენებენ ამ ინსტიტუტებს თუ პროცედურებს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ბრიუსელს თუ თავის მოსულელება უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ საქმე კეთდება და ჩვენ ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ.

რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ამ ტიპის ჭირვეულობას, მით უფრო გართულდება ევროკავშირის ინტერესების დაცვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ამ ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება მას საკუთარი თავის წარმოდგენა სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ იმავე ტოტს ნუ ჭრიან, რომელზეც სხედან,” – განაცხადა მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თუ რაიმე არის ურთიერთსაწინააღმდეგო ან უკუღმართი, ეს არის „ქართული ოცნება“, ჩვენი პოზიციები თანმიმდევრული და გამართულია – გრიგოლ გეგლია
  • ქვეყნები როდესაც უცხოური ჩარევის წინაშე დგანან, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამის ფონზე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპული კანონია – ლევან მახაშვილი
  • იანვრიდან პენსიები იზრდება – ვინ რამდენს მიიღებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge