„კახეთში სრული კატასტროფაა! ასობით ქრონიკული პაციენტი იტანჯება ტკივილებით. ასობით პარკინსონის მქონე პაციენტი ამ წუთას სხეულს ვერ იმორჩილებს” – წერს სოციალურ ქსელში ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი.
„კახეთში სრული კატასტროფაა!
ასობით ქრონიკული პაციენტი იტანჯება ტკივილებით. ასობით პარკინსონის მქონე პაციენტი ამ წუთას სხეულს ვერ იმორჩილებს. ავადმყოფები მოკრუნჩხული სხეულებით წვანან.ეპილეფსიის მქონე პაციენტები კრუნჩხვით შეყავთ კლინიკებში, რადგან აფთიაქებში აღარ შემოდის ფსიქოტროპული წამალი!ასობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტი უწამლოდაა, რადგან მახინჯმა და ბოროტმა სისტემამ გააუქმა მოქალაქე ამ ქვეყანაში! და ამ დროს ეს ხალხი ჩვენ გვირეკავს და დახმარებას გვთხოვს. საზოგადოების ყველაზე დაუცველი და უსუსური ნაწილი როგორ დატოვეთ ამ დღეში? რა გავაკეთოთ? პასუხი გაქვთ რამეზე?!“, — წერს ანა იმედაშვილი, ექიმ მაია კოხტაშვილის შვილი
