მამა ილია თოლორაია ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
“კობახიძე, გვემუქრები? პოლემიკა არ არის დამაზიანებელი, დამაზიანებელია მონური მორჩილება. კობახიძემ ეკლესიას გვითხრა: პოლემიკა არ გვინდა, ჩვენი მსახურები, მონები იყავითო. ქრისტეს სახელით ქრისტეს ეკლესიას, საქართველოს ებრძვით და გგონიათ, გაგიჩუმდებით?
ზვავი დაიძრა და უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ებრძვით ეკლესიას, პარტიებს აუქმებთ, სიმართლის, თავისუფალი ხმის ჩახშობა გინდათ. მაგრამ დაგავიწყდათ – ეს საქართველოა!”. – წერს მამა ილია facebook-ზე.
ირაკლი კობახიძე მეუფე იობის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის”.
