UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია, დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.
16 ნოემბერს – La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.
ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა.
თოფურია ჰყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.
ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ჰყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.
