Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების წესი იცვლება

November 16, 2026
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების წესი იცვლება

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების წესი იცვლება – კერძოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტს შორის ხელშეკრულების არსებობის ნაცვლად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტის აღიარების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა.

დღეს მოქმედი კანონით, საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. პროექტის მიღების შედეგად კი, უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა გაუქმდება და მის ნაცვლად, ცენტრის მიერ ამ ინსტიტუტის აღიარების მექანიზმი იმოქმედებს. აღიარება მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურა განისაზღვრება.

ასევე, განისაზღვრება გარდამავალი ვადა იმ უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მოქმედი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, აღიარების მოთხოვნით მიმართვისთვის.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ საქართველოს მთავრობას, სამინისტროს წარდგინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტების დამტკიცების უფლებამოსილება ენიჭება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლაშა ნაცვლიშვილი მეუფე იობის გინებისთვის 2500 ლარით დააჯარიმეს
  • დიდუბეში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა
  • ევროპის თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოში აქციებია, ევროკავშირმა ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა იმაზე, რამენაირად საქართველოზე მორიგი შეტევა განახორციელოს – ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge