Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს – გრიგოლ გეგელია

November 16, 2026
„ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს – გრიგოლ გეგელია

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ საფუძვლებს ამზადებს – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით დაწყებული სასამართლო პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მოქალაქეთა არჩევანის უფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

გეგელია ხელისუფლებას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადება „ქართული ოცნების“ მორიგი დამღუპველი ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ყველა ქართველმა დაინახოს სიმართლე. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის და სიმართლე არის იმაში, რომ ეს რეჟიმი ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, კონსტიტუციას. ამ რეჟიმმა ღიად და დაუფარავად უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, იმ ვალდებულებას, რაც აიღო ქართველი ერისა და ევროპელების წინაშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომზადებული ვართ ყველა არგუმენტით, კითხვითა და პასუხით, რომ დავიცვათ ჩვენი პოზიცია, დავიცვათ მილიონი ქართველის არჩევანის უფლება, რადგანაც დღეს აქ არ სამართლდება პოლიტიკური პარტიები, დღეს აქ სამართლდება ქართული სახელმწიფო და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემზადდეს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი საფუძვლები ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის, რაც არის „ქართული ოცნების“ შემდეგი დამღუპველი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა – ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
  • “ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ…” – რას წერს ნუცა ბარაბაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ?
  • გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა – სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge