Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სისხლიანი დაპირისპირება სოხუმში – დაჭრილია აფხაზი “დეპუტატის” შვილი, სავარაუდო თავდამსხმელი კი მკვლელობის ორგანიზებისთვის ნასამართლევი “დეპუტატია”

November 16, 2026
სისხლიანი დაპირისპირება სოხუმში – დაჭრილია აფხაზი “დეპუტატის” შვილი, სავარაუდო თავდამსხმელი კი მკვლელობის ორგანიზებისთვის ნასამართლევი “დეპუტატია”

სისხლიანი დაპირისპირება სოხუმში – დაჭრილია აფხაზი “დეპუტატის” შვილი, სავარაუდო თავდამსხმელი კი მკვლელობის ორგანიზებისთვის ნასამართლევი “დეპუტატია”: დეტალები
სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად აფხა­ზი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ე.წ. დე­პუ­ტა­ტის, კან კვარ­ჩი­ას 24 წლის შვი­ლი, ეფ­რემ კვარ­ჩია მძი­მედ და­შავ­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ნო­დიკ კვი­ცი­ნია – აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი “დე­პუ­ტა­ტი”, რო­მელ­საც წარ­სულ­ში რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

შემ­თხვე­ვა 15 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე, სო­ხუმ­ში, ძი­გუ­ას ქუ­ჩა­ზე მოხ­და. სო­ხუ­მის ე.წ. პრო­კუ­რო­რის, ალ­ხას აგუ­მა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ეფ­რემ კვარ­ჩია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სრო­ლა­ში სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე ნო­დიკ კვი­ცი­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს თა­ვად ჩა­ბარ­და. მას კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტი ჩა­მო­არ­თვეს, რო­მე­ლიც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გაგ­ზავ­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, რა გახ­და და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ის­რო­ლეს ია­რა­ღი­დან.

ვინ არის ნო­დიკ კვი­ცი­ნია?
საქ­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლის წარ­სუ­ლია. ნო­დიკ კვი­ცი­ნია აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი “დე­პუ­ტა­ტია”. 2016 წელს მას 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის, სერ­გეი კლე­მან­ტო­ვი­ჩი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ოქ­სა­ნა სკა­რედ­ნო­ვას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­ზე.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, საქ­მე ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მისი თან­მხლე­ბი ქა­ლის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბო­და. კვი­ცი­ნია ამ და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე შე­საძ­ლოა თა­ვად კან კვარ­ჩია ყო­ფი­ლი­ყო
ად­გი­ლობ­რი­ვი Telegram-არ­ხე­ბი­სა და EADaily-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ თავ­დას­ხმის სა­ვა­რა­უ­დო სა­მიზ­ნე შე­საძ­ლოა არა ეფ­რემ კვარ­ჩია, არა­მედ მისი მამა, აფხა­ზი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ე.წ. დე­პუ­ტა­ტი კან კვარ­ჩია ყო­ფი­ლი­ყო.

ამ ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, თავ­დას­ხმის დროს დე­პუ­ტა­ტის შვი­ლი და­შავ­და. თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას “სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი” არ ადას­ტუ­რე­ბენ და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ჰქონ­და თუ არა მომ­ხდარს წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვა ან უკავ­შირ­დე­ბო­და თუ არა ის კან კვარ­ჩი­ას საქ­მი­ა­ნო­ბას.

თა­ვად კან კვარ­ჩია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა. მისი სა­ხე­ლი ად­რეც მოხ­ვედ­რი­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ინ­ცი­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცნო­ბებ­ში. 2024 წლის 19 დე­კემ­ბერს აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდა­რი სრო­ლი­სას ის და­იჭ­რა, “დე­პუ­ტა­ტი” ვახ­ტანგ გო­ლან­დზია კი და­ი­ღუ­პა. იმ შემ­თხვე­ვის დროს ცე­ცხლი დე ფაქ­ტო დე­პუ­ტატ­მა ად­გურ ხა­რა­ზი­ამ გახ­სნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
  • “სარჩელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, რას გვედავება მოსარჩელე, ვერ გავიგეთ – 14 დღეა ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია, ალბათ ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება”- რას ამბობს თენგო თევზაძე
  • “არ იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა ნარკოტიკის მოხმარებით? არ იცლება საქართველო ქართველი ახალგაზრდებისგან? ვინ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე? მთავრობამ, ალბათ დამეთანხმებით” – დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge