Thursday, August 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ხერსონი დატოვა – მხარის ადმინისტრაცია

August 15, 2022
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ხერსონი დატოვა – მხარის ადმინისტრაცია

მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსების მომარაგების ოთხივე მარშრუტი გაანადგურეს ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობამ ხერსონის ტერიტორია დატოვა.

ამის შესახებ ხერსონის რაიონული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, იური სობოლოვესკიმ განაცხადა.

კითხვაზე მართლაც გაანადგურა თუ არა უკრაინამ მდინარე დნეპრზე გადებული ყველა ხიდი, რომელსაც ოკუპანტები ხერსონში დისლოცირებული ქვედანაყოფების მოსამარაგებლად იყენებდნენ, სობოლოვესკიმ დადებითად უპასუხა.

“ამის დადასტურება შემიძლია. მართლაც, დღეს ორკებს არ აქვთ არცერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი, რომელიც ხერსონში მყოფი ნაწილების სამხედრო საჭიროებების შესაბამისი იქნებოდა”.

სობოლევსკიმ ასევე დაადასტურა ხმები, რომ ოკუპანტების სამხედრო მეთაურებმა უკვე დატოვეს ხერსონის მიმდებარე ტერიტორია – “როგორც ჩანს სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე დატოვა ხერსონი. ამის დამადასტურებელი მონაცემები გვაქვს”.

იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურები ხერსონს ტოვებენ წინა დღეებში იტყობინებოდა მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმიც – მისი ინფორმაციით, რუსი მეთაურები დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე გადადიან.

ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები უკრაინის შესაძლო კონტრ-იერიშზე ხერსონის მიმართულებით. ბოლო კვირების განმავლობაში ამ ფრონტზე უკრაინელებმა ათობით დასახლებული პუნქტიც გაათავისუფლეს.

სწორედ მზარდი წნეხის შესაკავებლად ოკუპანტები იძულებულები გახდნენ დონბასიდან ხერსონში დამატებითი 3 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადმოეყვანათ. ამ დროისთვის ხერსონის მიმართულებით მობილიზებული 15 ათასამდე ოკუპანტი, მათ შორის ახალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფებიდან მოდის.

წინა დღეებში Washington Post-მა უკრაინულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხერსონზე მასირებული იერიშისთვის უკრაინას ჯერჯერობით არ ჰყოფნის შეიარაღება.

წყარო: realpolitika.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას,1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ
  • “რუსეთი გადასულია ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე” – მიხეილ სააკაშვილი
  • “სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს არის სიმსივნე” – ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი ანტონ ჩეჩინზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge