გელათის ტაძრიდან ახალი კადრები ვრცელდება, სადაც ვიდეოს ავტორების თქმით, ჩანს, რომ ტაძარში წყალი ჩადის.
ვიდეომასალას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი აქვეყნებს. ჩანაწერში ჩანს, რომ დროებითი გადახურვის ქვეშ დამატებითი დამცავი ე.წ ლურჯი ტენტია გაშლილი, მაგრამ ნალექის შესაკავებლად მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ისინი ირწმუნებიან, რომ ბარათაშვილმა კადრები არა შიდა სივრცეში, არამედ გარე პერიმეტრზე გადაიღო.
თორნიკე ბარათაშვილი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან წლების მანძილზე აკეთებდნენ განცხადებებს, მაგრამ შეცვლილი არაფერი არაა.
“ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, რომ მოახდინონ რეაგირება გელათში არსებულ მდგომარეობაზე, რადგან, მისივე თქმით, ყალბი, არასერიოზული და პროფესიონალიზმის დაცლილი განცხადებები პრობლემას ვერ გადაჭრის.
“კონსტრუქციის დაცულ სივრცეში, რომელიც ასი პროცენტით უნდა იყოს დაცული, როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად, კედლიდან, დაახლოებით სამ მეტრში სიღრმეში მე დავაფიქსირე წყლის ნაკადი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, ერთი წვეთიც კი პრობლემურია და ამაზე პასუხი ვერ იქნება ასეთი განცხადებები, რომელიც იმთავითვე უარყოფს პრობლემას. ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით ასეთ განცხადებებს და არაფერი შეცვლილი აქ არ არის. შემდგომ დაგვიანებულ რეჟიმში ვხვდებოდით იმ პრობლემის რეაგირებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ეფექტური არ იყო. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ეს პრაქტიკა მაინც გაითვალისწინონ, რაც ამ წლების მანძილზე გვქონდა. ეს დანაშაულებრივი უწყება იმათთან დაკავშირებით დადასტურებულად. მე მათ ვუსურვებდი, რომ გონს მოეგონ და პრობლემებზე რეაგირება ცოტა სხვა ფორმით იქონიონ. ყველა სიტყვაზე, რომელიც მე მიწერია ამ განცხადებაში პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც თქმულა. გასული წლების მანძილზე ჩვენი მხრიდან გავრცელებულა მასალები და პასუხს ვაგებ ნებისმიერი, მათ შორის რადიკალურად სუბიექტურად განწყობილ ადამიანზე შემიძლია შემდეგ ჯერზე როცა ასეთი ნალექი იქნება და ეს პრობლემა არსად არ გაქრება ჩემი მანქანით ავიყვანო და ვაჩვენო ადგილზე არსებული სურათი და დავარწმუნო იმაში, რომ ასეთი ყალბი, არასერიოზული და პროფესიონალიზმის დაცლილი განცხადებები პრობლემას თავისთავად ვერ შველის, მეტი სერიოზულობა არის საჭირო.” – თორნიკე ბარათაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი.
იხილეთ ვიდეო …
