Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ – რუსული მედია

November 16, 2026
რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ – რუსული მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დამყარებულია. მოსკოვში აცხადებენ, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ზურაბაშვილის რუსი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს.

ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მოსკოვი ახალი საკომუნიკაციო არხის გამოყენებას, უპირველესად, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმისა და სატრანსპორტო კავშირების გასაფართოებლად გეგმავს. ამასთან, რუსული მხარე საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ჯერჯერობით არ ვარაუდობს, რადგან თბილისსა და მოსკოვს შორის მთავარ წინააღმდეგობად კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი რჩება.

„გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი უკვე დავამყარეთ. განსაზღვრულია მისი რუსი კოლეგაც – ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, – განუცხადეს „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პრაქტიკული თანამშრომლობა იქნება, მათ შორის ვაჭრობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მიმოსვლა და კულტურული კავშირები. მოსკოვში აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ურთიერთმიწოდების გამარტივების შესაძლებლობებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. მას ამ თანამდებობის პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული პოსტიც შეუნარჩუნდა.

დანიშვნისას კობახიძემ პრიორიტეტებად რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, მან განმარტა, რომ დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას არ ნიშნავდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ახალი ფორმატი, „გალუზინი – ზურაბაშვილი“, ფაქტობრივად, 2012 წელს დაწყებული რუსულ-ქართული პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაა. საუბარია ე.წ. პრაღის ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებს განიხილავდნენ.

„იზვესტიასთან“ საუბრისას კარასინმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, წარსული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი წარმომადგენლის დანიშვნა მოსკოვსა და თბილისს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

„წარმატება დიდწილად იმან განაპირობა, რომ მე და ზურაბ აბაშიძე პროფესიონალები ვიყავით, ერთმანეთს ათწლეულების განმავლობაში ვიცნობდით და ხალხთა მეგობრობის სულისკვეთებით აღვიზარდეთ. იმედი მაქვს, საქართველოს ახალი სპეციალური წარმომადგენელიც შეძლებს მუშაობის ორგანიზებას. ბოლო წლებში საქართველო „დასრულწლოვანდა“, უკეთ დაიწყო საკუთარი ეროვნული ინტერესების, რეგიონული პოლიტიკისა და ამ სისტემაში დასავლეთის ადგილის გააზრება. ამიტომ, ფორმატის აღდგენას ოპტიმიზმით ვუყურებთ“, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, წინა მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პრიორიტეტული არ ყოფილა და მხარეები ძირითადად სავაჭრო, ეკონომიკურ და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე კონცენტრირდებოდნენ.

რუსული გამოცემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსაც განიხილავს და ამტკიცებს, რომ ბრიუსელი თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების განვითარებას ეწინააღმდეგება.

„იზვესტია“ ევროპარლამენტარ ტიერი მარიანიზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმაა. გამოცემას ამის მაგალითად საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებაზე ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებები მოჰყავს.

ამ კონტექსტში გამოცემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც ციტირებს.

„საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ქვეყანა დაანგრიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელში ვიღაცას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტება სურს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსული მედია ასევე იმოწმებს ირაკლი კობახიძის 12 ნოემბრის განცხადებას, რომელშიც მან ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაში დადანაშაულებას სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების არსებითი ბერკეტები ფაქტობრივად არ გააჩნია“.

ამასთან, „იზვესტია“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებას ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების მიღებას უკავშირებს. გამოცემა ამ კანონებს სუვერენიტეტის დაცვის მექანიზმებად წარმოაჩენს, თუმცა არ ახსენებს მათ მიმართ არსებულ კრიტიკას, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფრთხეებს უკავშირდება.

გამოცემასთან საუბრისას პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ვარაუდობს, რომ გიორგი ზურაბაშვილის მაღალი დიპლომატიური თანამდებობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე მიუთითებს.

ფიფიას შეფასებით, ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაახლოების შეჩერებას ვერ შეძლებს, თუკი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაძლიერდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. უწყების ინფორმაციით, 2025 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში თითქმის 20%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, რუსული გამოცემაც აღიარებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. მთავარი დაბრკოლება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის — ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაა. მოსკოვი ამ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც არაერთხელ უსვამდა ხაზს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

სტატიის ბოლოს „იზვესტია“ საქართველოში მოქმედ ოპოზიციურ პარტია „დროასაც“ ახსენებს და წერს, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 13 ნოემბერს ის არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის უწყება პარტიას „რუსოფობიურ პოზიციებსა“ და რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება – მარიამ ქვრივიშვილი
  • პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ, როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა, მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას – ირაკლი კობახიძე
  • საქართველოს ნაკრები სლოვაკეთშია – გუნდს უკრაინასთან მატჩისთვის ქოჩორაშვილი დაუბრუნდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge