გუშინ, ლილოს დასახლებაში ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშული მისმა არასრულწლოვანმა შვილმა მეგობრის დახმარებით ჩაიდინა.
როგორც გარდაცვლილი ქალის მეგობარი ambebi.ge-ს უყვება, ჟანას პრობლემები ჰქონდა მეუღლესთან, რომელიც ცოლზე ძალადობის წარსულში გასაართლებულიც კი იყო.
მისი თქმით, ჟანა ხალილოვა და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მათი შვილებიდან ბიჭი მამასთან, ხოლო 13 წლის გოგო დედასთან ცხოვრობდა.
“ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლმური ურთიერთობა ჰქონდა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მის შვილს რაც შეეხება, ცოტა ონავარი ბიჭი იყო, ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში. ჟანას ქმარი ცოლზე ძალადობისთვის იყო გასამართლებული. ვერ ვიჯერებ, რომ მისი შვილის ჩადენილია. ჟანა იყო ძალიან თბილი, საოცრად მზრუნველი ადამიანი, ქმარ-შვილისგან დაჩაგრული.კიდევ ერთი შვილი დარჩა, 13 წლის გოგონა. გოგო დედასთან ცხოვრობდა.” – აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეგობარი.
აღნიშნულ საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას – 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”
წყარო: ამბები ჯი