შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ჟანა ხალილოვას მეგობარი ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„ჩემო სილამაზე, ვარსკვლავ გოგონა.. ვერ ვიჯერებ, რომ შენი ლამაზი შველის თვალებით აღარ მოხვალ, ჩემო ლამაზო.. საათობით ვერ ვილაპარაკებთ.. შენს მწუხარე გულს ვეღარ დავამშვიდებ.. როგორ მტკივა შენი ასეთი რეალობა.. გუშინ გელაპარაკე… ჩემო ჟანა.. რას წარმოვიდგენდი, დღეს ასე უდიერად რომ მოგექცეოდნენ…. ჩემს გულში იქნები ტკივილად, ჩემო ჟანა.. შენ იცი როგორც მიყვარხარ და ახლა მე ძალიან განვიცდი…“ – წერს რებეკა თუშიშვილი და ქალის ფოტოს ქვეყნებს.