ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისში იმყოფებიან. კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ღარიბაშვილის უფლებადამცველები სოსო ბარათაშვილი და ნათია თამაზაშვილი ლევან იოსელიანს მტკიცებულებებით მიმართავენ და პროკურატურის უმოქმედობაზე რეაგირებას ითხოვენ.
დაცვის მხარის მტკიცებით, საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად არ იწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლია. ყოფილი პრემიერის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი მისი საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვაა.
სახალხო დამცველის არის შეხვედრა. როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, დღეს დათანხმდა ირაკლი თანაშომრლობას და შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება ფორმატი და თუ რა არის საჭირო საქმის მოკვლევის გასაგრძელებლად, – თქვა ნათია თამაზაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ღარიბაშვილის განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტების შესწავლა 10 ნოემბერს უკვე დაიწყო. იოსელიანი ასევე სწავლობს სასამართლო სხდომების დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს.
