თავდასხმა მერაბ დვალიშვილზე – Croco. ge-ის ინფორმაციით, ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ
რაც შეეხება იზოლატორში გადაყვანილ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი 50-50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამასთან, Sportall.ge-ს ცნობით, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილისთვის გამოწერილ ჯარიმას თავად ის ორგანიზაცია – RAF-ი დაფარავს, რომლის ღონისძიების ფარგლებშიც სპორტსმენები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ.
11 ნოემბერს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა.
