Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული შვიდი მამაკაცის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

November 13, 2026
მრგვალ ბაღთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული შვიდი მამაკაცის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მრგვალ ბაღთან მომხდარი კრიმინალური ანგარიშსწორების საქმეზე ბრალდებული შვიდი მამაკაცის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებულთა ნაწილს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება. ამ ეტაპზე მთავარი კითხვაა, დაარღვევს თუ არა რომელიმე მათგანი დუმილს და დაასახელებენ თუ არა, რეალურად რას მოჰყვა დაპირისპირება.

დაცვის მხარე ბრალდების საფუძვლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის დამადასტურებელი გარემოებები არ იკვეთება. უფლებადამცველისთვის გაუგებარია ისიც, რატომ დააკავეს დაპირისპირებაში მონაწილე მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები.

“რასაც გავეცანით, პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება, 69-ს მეორე ნაწილი. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რატომ ედავებიან ხულიგნობას, რის საფუძველზე, რადგან საქმის მასალებში, რაც წავიკითხეთ და გავეცანით, ამასთან დაკავშირებით არაფერია. თუ ხულიგნობაა, მაშინ, იქ სახელები და გვარები რაც არის დაფიქსირებული მეორე მხარის, ისინიც დაკავებულები უნდა იყვნენ, თუმცა მხოლოდ ერთი მხარეა დაკავებული. სახეზე ანნახი ჰყავდათ, სახეზე სცნობდნენ, თუმცა დაპირისპირება არ ჰქონიათ წარსულში, – ამბობს უფლებადამცველი.

პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება კიდევ ერთი ადვოკატიც. მისი შეფასებით, მომხდარი ორ ჯგუფს შორის კონფლიქტია და არა ხულიგნობა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას მოითხოვს, მოგვიანებით კი საქმის კვალიფიკაციის შეცვლასაც დააყენებს დღის წესრიგში.

“კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით ჩვენ, რადგან ამ შემთხვევაში, არ იკვეთება ხულიგნობის ნიშნები. ეს, უბრალოდ, არის ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი, დაპირისპირება და შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მინიჭებოდა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზებრალდებულების მიმართ სწორედ ეს მოთოვნა გვექნება, რომ პირველ რიგში, გირაო შეეფარდოთ და არა წინასწარი პატიმრობა და შემდგომში უკვე, სასამართლო პროცესის ეტაპზე კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშრბეით გვექნება აპელირება, რაგდნა მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი საჯარო სივრცეში მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანებასთან ან ძალადობასთან, არამედ ხულიგნობასთან, რაც იმთავითე კვალიფიკაციის ნაწილში არასწორია.

იქ მოწმეები საუბრობენ, რომ რეალურად კონფლიქტი დაიწყო ორივე მხარისგან, აგრესია და დაპირისპირება მოდიოდა ორივე მხარისგან და მხოლოდ ერთ მხარეს წარდგენილი ბრალდება და ბუნებრივია, ამ კუთხითაც გვაქვს ჩვენ კითხვები”, – ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი.

სასამართლო პროცესს ესწრება კოკა მორგოშიაც, რომლის შვილიც დაკავებულ შვიდ პირს შორისაა. მორგოშიას განცხადებით, დაპირისპირებას პირადად არ შესწრებია და მომხდარის შესახებ მხოლოდ გავრცელებული კადრებიდან იცის.

“რა ინფორმაციაც თქვენ გაქვთ, ის ინფორმაცია მაქვს მეც. გულწრფელად გეუბნებით. მიუხედავად იმისა, როგორც მეუბნებიან, როცა ეს მოხდა, შორი-ახლოს ვიყავი, მაგრამ შემსწრე არ ვარ არაფრის, არ მინახავს არაფერი. ის კადრები ვნახე, რაც საზოგადოებამ ნახა.

მე როგორც ვიცი, ყველანი ეგენი ერთმანეთს მეტნაკლებად იცნობდნენ, მაგრამ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, ეგ არ ვიცი. ერთ მხარეს, ახლა ბიჭები ვინც არიან დაკავებულები, ისინი ყველანი მეგობრები არიან ბავშობის და მეც ვიცნობ.

როგორც ამბობენ, იყო ერთი დაჭრილი და რავიცი, ჯანმრთელობას ვუსურვებ და ვიცი, რომ კარგადაა, სხვას ვერაფერს გეტყვით. დუმილის უფლება აქვთ ყველას გამოყენებული, მერე გამოძიების პროცესში რა და როგორ იქნება, ყველა გაიგებთ”, – ამბობს მორგოშია.

თბილისის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების დროს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დაჩი ტვილდიანი დაშავდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ტვილდიანს ზურგის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. მოქალაქეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების ამსახველ კადრებში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილის მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი თემურ ქათამაძე ამოიცნეს.

დაკავებულებს შორის არის კოკა მორგოშიას შვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ ანგარიშსწორებაში მონაწილეობა არ მიუღია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდ დიღომში მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა – რას წერს მოქალაქე
  • მრგვალ ბაღთან ხულიგნობისთვის დაკავებულ 7 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
  • მაღლაფერიძის ინიციატივა – სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge