Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ასე არ არის – ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, უნდა ჯარიმდებოდეს – გიორგი კაკაურიძე სოფიო ხორგუანს

November 13, 2026
ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ასე  არ არის – ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, უნდა ჯარიმდებოდეს – გიორგი კაკაურიძე სოფიო ხორგუანს

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის – იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ბიუჯეტში ჯარიმა-საურავების სახით 186 მილიონ 491 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (144 000.0 ათასი ლარი) 129.5%-ს შეადგენს.

ხაზინაში მობილიზებულ საჯარიმო თანხებთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან 2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში და მასთან ერთად, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარადგინა.

საკითხის განხილვისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ჯარიმები ფისკალურ ინსტრუმენტად იქცა.

ხორგუანის პასუხად კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს. მისივე თქმით, ჯარიმებს მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ წერს და აქ თავს კანონით გათვალისწინებული ყველა დაკისრებული ჯარიმა იყრის.

“თუ თქვენ ჯარიმების მთლიან მოცულობას ნახავთ, ეს არის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ეს ასე ნამდვილად არ არის.

ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, შესაბამისად უნდა ჯარიმდებოდეს. შეიძლება ვიმსჯელოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თუ ის სამართალდარღვევა და რა მოცულობის უნდა იყოს ჯარიმა თითოეულ სამართალდარღვევაზე. საბოლოო ჯამში, კანონით რა სამართალდარღვევაზეც არის დაწესებული ჯარიმა, თუკი ვინმე არღვევს, ეს ანაზღაურებული, გადახდილი უნდა იყოს. როცა ჯარიმებზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმები არ არის. აქ მნიშვნელოვანი წილი სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ნაწილში კონტრაქტორების ჯარიმებს უჭირავს. როცა სხვადასხვა სამუშაოების შეფერხების, არასწორად განხორციელების, არასათანადოდ შესრულების ან ვადის დარღვევის გამო კონტრაქტორების დაჯარიმება ხდება, ეს ბიუჯეტში აისახება“, – განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დვალიშვილი და ლაზიშვილი თავისუფლებაზე არიან – ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა და 300 000-იანი ჯარიმა მიესაჯათ
  • გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და არ გავემიჯნებით ანტისაოკუპაციო ასეთ აქციას – წითლიძე პლენუმს
  • მარნეულში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 94 450 ლარი დაიხარჯება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge