გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
როგორც “მთავარს” წყარომ აცნობა, 70 წლამდე პედაგოგი დაახლოებით 1 კვირის წინ დააკავეს. დაზარალებული კი სკოლის მოსწავლეა. შსს ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც უწყებაში “მთავარს” უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
