პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე საპროტესტო გზავნილები გააჟღერა. ახალგაზრდა ხელოვანმა პატიმრობაში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეს და აქციებზე დაკავებულ სხვა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
მან ახსენა მომღერალი KORDZ, ალექსანდრე კორძაია, რომლის მიმართაც “ოცნებას” მტრული დამოკიდებულება აქვს. ეს დამოკიდებულება კი ხელისუფლებუის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ნამღერ „ოლე ოლას“.
საუბრის ბოლოს არტისტმა თქვა, რომ “სინდისის პატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, რეალური დამნაშავეები კი ციხეში”.
ისეთების უნდა იყოს საქართველო ნამდვილად, არა იმ ლაჩრების, ვინც უკნიდან ეპარება ხალხს, ასისხლიანებს, მერე პასუხს არ აგებს და ამისთვის პასუხს სხვა აგებს. ციხეში უსაფუძვლოდ ჩაჯდება, ისე რომ ვიდეო დამონტაჟებული იქნება. 5 დეკემბერს 2 წელიწადი გადის, რაც ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია. ანდრო უნდა მჯდარიყო აქ. რაც ანდრომ გააკეთა, ჩვენ იმდენი ვერ ვქენით. ქალბატონი ლიკა გუნცაძეა [ანდროს დედა] მგონი აქ და მადლობა მინდა ვუთხრა. მიხარია, იმ ხალხის წინ, რომ ვზივარ ვის აზრზეც ვარ მე.
“კორძის” მხარდაჭერა ჩემგან. ყველას მოვალეობაა, დააკავონ ის კონცერტზე ახლა, იმიტომ რომ, მისი “მიგდება” არ შეიძლება.
ვიღაც “ტიტუშკა” შეიძლება, დახვდეს სადარბაზოსთან, მერე ჩვენ უბრალოდ პოსტები ვწეროთ. ყველა უდანაშაულო პატიმარი უნდა იყოს გარეთ, ვინც ჩასვა ისინი, უნდა იყვნენ იქ [საპატიმროში].
ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს, რატომღაც ყველაფერი ჩვენ კისერზე გადადის, იმიტომ, რომ ჩვენი ეს დრო, რომელიც გვაქვს, ვხარჯოთ ვიღაც ზარქუებზე.
ვისთვის იბრძოდით, წლების წინ? – რომ მურუსიძე ყოფილიყო ციხეში, ახლა ის სვავს ანდროს [ჭიჭინაძეს] ციხეში. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ყველაფერს ვამბობ”- თქვა არტისტმა.
