“ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს დღეიდან 25 აპრილამდე. ამ პერიოდის შემდეგ, კორონავირუსი ნელ-ნელა შესუსტებას დაიწყებს და ფაქტობრივად, ივნისში თავის არსებობას შეწყვეტს“, – ამის შესახებ “2020NEWS“-თან ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველოს ნებისიერი რეგიონია საშიში.
“ჩვენ საშიშ ზონაში ვიმყოფებით. მითუმეტეს, ამ კვირიდან. ამ კვირიდან განსაკუთრებულად რთული პერიოდი დაგვეწყება. ჩვენ დღეს გვაქვს ახალმთვარეულის წინა დღე, 29 მთვარის მძიმე, ფატალური ენერგიების დღე. ხვალ გვაქვს ახალი მთვარის დღე, რომელიც ისედაც მძიმე დღეა, რადგან მზისა და მთვარეს შორის ურთიერთობა არის დაძაბული.
ეს ორი მმართველი მანათობელი, პირველ ყოვლისა, განაგებს ადამიანის იმუნიტეტს, რომელიც ეცემა ამ პროცესის შედეგად. პლიუს, ჩვენ გვაქვს შუალედური დღე მზისა და მთვარის დაბნელებას შორის, რომელიც ტრადიციულად მძიმეა. ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ვირუსი მსოფლიოში კიდევ უფრო აგრესიული გახდება. საქართველოს ნებისმიერი რეგიონი შესაძლოა, იყოს ვირუსის გავრცელების მხრივ საშიში“,- განაცხადა ცაგარელმა.
ცაგარელი განმარტავს, რომელ ნიშნებს მტრობს ყველაზე მეტად კორონავირუსი.
„ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვს კუროს. 25 აპრილამდე კუროს იმუნიტეტი ექნება ყველაზე დაბალი, მერე მოდის მორიელი. აპრილიდან დაუსუსტდება ენერგოზონა კირჩხიბსა და თხის რქას. ამ ნიშნებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე.
იუმორით ვამბობ, მაგრამ სიმართლეა – ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დივანზე წამოწოლით ქვეყანა გადაარჩინოთ. ასეთი პერიოდი როდის იქნება?! წამოწექით, დარჩით სახლში. გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი დემოკრატია გადავარჩინოთ და ერი გავამრავლოთ“, – განაცხადა ცაგარელმა
წყარო: 2020news.ge