Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა – თამაზ გაიაშვილი

November 12, 2026
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა – თამაზ გაიაშვილი

რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა – ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა “РБК რადიოსთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ზარალის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის აეროპორტების მოულოდნელი დახურვაა, რაც უკრაინული დრონების თავდასხმებს უკავშირდება. შედეგად, ავიაკომპანიას თვითმფრინავების სათადარიგო აეროპორტებში გადამისამართება უწევს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება საწვავის გაძვირება, მგზავრების მომსახურებისა და კომპენსაციების ხარჯები, ასევე ფრენების გახანგრძლივება.

„რთული პერიოდია ახლა – საწვავი გაძვირებულია, რაც ხარჯებს ზრდის, სათადარიგო აეროპორტები კი ავიაკომპანიისთვის კატასტროფაა. 2026 წლის განმავლობაში, ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების შესრულებისას 8 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

სექტემბრიდან ჩვენ შევზღუდეთ რუსეთში ფრენები და კვირაში სამი სიხშირიდან 2-მდე შევამცირეთ, იქიდან გამომდინარე რომ რუსული აეროპორტები თითქმის ყოველ ღამეს იხურება, ჩვენი ავიაკომპანია კი სწორედ საღამოს ფრენებს სათადარიგო აეროპორტში ასრულებდა“, – განაცხადა გაიაშვილმა.

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ აეროპორტების რეგულარული არაგეგმური დახურვის გამო, ავიაკომპანია იძულებულია, სიტუაციის დასტაბილურებამდე რუსეთის ქალაქებში სამარშრუტო ქსელის განვითარების გეგმები შეაჩეროს.

ამის მიუხედავად, Georgian Airways რუსეთში ფრენებს გააგრძელებს, თუმცა, გაიაშვილის თქმით, აეროპორტების მუშაობის სტაბილიზაციამდე ახალ მიმართულებებს აღარ დაამატებს. ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენები 2023 წლის მაისში განაახლა და რეისებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში ასრულებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოთხი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება – აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე
  • ძმები ფეიქრიშვილების დედა მიმართვას ავრცელებს
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge