ბატონო, თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, ბრძანეთ: „თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებსო“. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა? – ასე მიმართა “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას.
თავის მხრივ, ბერდია სიჭინავას რეპლიკაზე: რომ „მათი პასუხები არაფერს ცვლის“, რამდენიმე მოსამართლემ აღნიშნა: „ცვლის, შეიძლება შეცვალოს“.
„ბატონო, თავმჯდომარე, როდესაც შეკითხვებს სვამდით, ბრძანეთ: „თქვენ გგონიათ სასამართლოს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებსო“. თუ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ამ კითხვა-პასუხთან მიმართებით, ჩვენი პასუხები რას ცვლის იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც უნდა ჩამოგიყალიბოთ რწმენა? თუ აქ გამომცდელებად ხართ და ჩვენ ვართ მოსწავლეები, რომლისგანაც უნდა მოისმინოთ…“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ, რის საპასუხოდაც მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მას მიმართა: “მგონია, პირველად არ ხართ სასამართლო პროცესზე. უნდა იცოდეთ, რა და როგორ არის. როდესაც მოსამართლე კითხვას სვამს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც არ იცის, ან რაღაცაში განათლება აკლია და შევსება სჭირდება. აინტერესებს მხარის აზრი, ხედვა“.
