Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: “თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?”

November 12, 2026
ანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: “თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?”

უკვე 2 საათია მეტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ოპოზიციის პასუხებს ისმენს – “ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლეებს უხსნის, რატომ არის აბსურდული 2012 წლამდე ხელისუფლების დროს ჩადენილი ინდივიდუალური დანაშაულების გამო დღეს პარტიის აკრძალვა.

ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ მაშინდელი თანამდებობის პირები არ იყვნენ პარტიის წევრები და არ მოქმედებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით. კითხვები ამ თემაზე ვასილ როინიშვილმა დასვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პროკურორის მოადგილე იყო.

როინიშვილს კითხვაზე კომენტირებისას ანი წითლიძემ სწორედ მისი პროკურორის მოადგილეობა შეახსენა და ჰკითხა: “თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?”

ჩემი მთავარი კითხვა მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო: „რას გვედავებიან?“ – ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-იდან- 2012 წლამდე, რეალობა ესაა. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია?

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან. როდესაც ჩვენ ვსვამდით კითხვას, რომ სარჩელში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა 2003-იდან-2012 წლამდე პერიოდზე, ბუნებრივად გვქონდა ეს კითხვა, რას გვედავებოდა. გუშინ მათი პასუხებიდანაც ვერ გავიგეთ. თუ კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებს გვედავება, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?

2003-დან -2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული? მე შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობა არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი], პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით? „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან არაერთი განცხადება უკეთებია, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები[…] რაც შეეხება პარტიულობას, არცერთი მინისტრი 2003-იდან-2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული.

აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამო“. 2012 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები რომ წააგო, წავიდა მშვიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობით.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი, ვის მისცემენ მანდატს დემოკრატიულ ქვეყანაში და ვის არა. „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ მას კონკრეტულად არჩევნებზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძის კითხვაზე იყო თუ არა ვასილ როინიშვილი პარტიული, როცა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მან უპასუხა, რომ „არა“.

„არასდროს ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“, – აღნიშნა როინიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“- ეთერ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს ამხნევებს
  • მოსწავლეების ნაწილი სასკოლო ფორმებს დროულად ვერ მიიღებენ – „საგანმანათლებლო რესურსები“ ხელშეკრულების 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს
  • „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge