Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოპოზიციურმა პარტიებმა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას”- კობახიძე

November 12, 2026
“ეს არ არის ქართველი ქალის სახე, როგორც იქცევით”- კობახიძე ჟურნალისტს

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ODIHR-ის შეფასების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ პლურალიზმს, მაგალითად, 2012 წლამდე ოპოზიციას 150-წევრიან პარლამენტში, ფაქტობრივად, მხოლოდ რვა მანდატი ჰქონდა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ოპოზიციამ, ვფიქრობ, პირველად 1995 წლის შემდეგ, 61 მანდატის მოპოვება შეძლო. ეს იყო ოპოზიციის ყველაზე ფართო წარმომადგენლობა პარლამენტში, სადაც ოთხი პოლიტიკური პარტია უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მაგრამ ვინ მიაყენა ზიანი საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს? სწორედ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც საკუთარ ამომრჩევლებს უღალატეს და, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ODIHR-ის შეფასების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. სწორედ ოპოზიციამ უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ, პარლამენტში შესულიყვნენ. მსგავსი ვითარება 2020 წელსაც გვქონდა. საბოლოოდ, იძულებული გავხდით, მოლაპარაკებები გაგვემართა და შეთანხმება გაგვეფორმებინა, რათა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. თუმცა 2024 წელს მათი პოზიცია გაცილებით უფრო რადიკალური აღმოჩნდა და საბოლოოდ მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოპოზიციურმა პარტიებმა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის იდეას”- კობახიძე
  • “დედაქალაქში მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ”- მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია
  • მოკლულია  60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი – მკვლელობის ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge