Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას – არალეგიტიმურს რომ ეძახით, ეს არის სადაო, ამიტომ არის ეს სარჩელი

November 11, 2026
რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას – არალეგიტიმურს რომ ეძახით, ეს არის სადაო, ამიტომ არის ეს სარჩელი

არალეგიტიმურს რომ ეძახით, ეს არის სადაო მერე. ამიტომ არის ეს სარჩელი – მათ მიაჩნიათ, რომ მათი სარჩელი არის საფუძვლიანი, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ

-ერთი წევრის, გიგა ლემონჯავას შეკითხვას, რომ ვინაიდან „ქართული ოცნება“ აქეთ ეძახის ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურს, თავადაც თუ შეუძლიათ, რომ იქით დაუძახონ „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციური.

ლემონჯავას ეს კითხვა მოჰყვა არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომელიც ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურ ქმედებებზე საუბრობდა. მათ შორის გორდულაძემ გაიხსენა „ლელოს“ განცხადება. „წინასაარჩევნოდ, „ლელო“ მოუწოდებდა, რომ დილით მიბრძანდით არჩევნებზე, საღამოს მობრძანდით აქციაზეო“, – განაცხადა გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ამ განცხადების გამკეთებელი ადამიანები ამ დარბაზში არიან.

გორდულაძის ამ განცხადებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის რეპლიკა მოჰყვა – „არანაირი დამხობის აქცია…“

კოალიციის წარმომადგენელთა მისამართით, სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ იკითხა, თუ რას ელოდებიან მოსარჩელე მხარისგან, რაზეც თენგო თევზაძემ უპასუხა, რომ მოსარჩელისგან ელოდებიან მტკიცებულებას და კონკრეტულ ფაქტს.

„რას ელოდებით, იმას, რომ რაც თქვენ გინდათ მაგას იტყვის? და ადგილიდან ნუ ხმაურობთ“, – უპასუხა ნადარაიამ კოალიციის წარმომადგენლებს.

ამის შემდგომ კითხვის დასმის თხოვნით მიმართა სასამართლოს კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა, გიგა ლემონჯავამ.

„ტექნიკური შეკითხვა მაქვს, არ შეიძლება, რომ ტექნიკური შეკითხვა დავსვა? მოსარჩელე მხარე გვიწოდებს ანტიკონსტიტუციურ პარტიებს. ასე გვიწოდებს ბატონი ჭეიშვილი და ბატონი გორდულაძეც და მეც შეიძლება, რომ ვუწოდო ანტიკონსტიტუციური? ხომ არ იქნება, რაიმე სანქცია ამის გამო სასამართლოს მხრიდან ჩემს მიმართ?“- იკითხა გიგა ლემონჯავამ.

მოპასუხე მხარის ამ შეკითხვას სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ასე უპასუხა: „ეს არის სადაო მერე“.

„არალეგიტიმურს რომ ეძახით, ამიტომ არის ეს სარჩელი. ვის უნდა უწოდო ანტიკონსტიტუციური? ის არის მხარე და მოთხოვნა აქვს თქვენზე რომ… ბატონო გიორგი [გიგა ლემონჯავა] ასეთი მდარე ხარისხის პროვოკაციები არ გინდათ სასამართლოს სხდომის დარბაზში. მხარე ასაბუთებს. მხარეს აქვს შემოტანილი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ მიჩნეულ იქნეთ სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად. მე არ ვამბობ, რომ ეს, ასეა. მათ მიაჩნიათ, რომ მათი სარჩელი არის საფუძვლიანი და აქედან გამომდინარე შეიძლება საუბრობდეს, თუმცა სასურველია, რომ არ ისაუბროს ასე“, – უპასუხა რევაზ ნადარაიამ გიგა ლემონჯავამ.

ამის შემდგომ, გიგა ლემონჯავამ მოსამართლეს უთხრა, რომ როდესაც რაიმეს თქმის სურვილს გამოხატავდა, სხდომის თავმჯდომარესთან შეათანხმებდა, რაზეც სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ასე უპასუხა:

„ერთ რაღაცას გეტყვით, ბატონო გიორგი, მე ნუ მითანხმებთ. თუ თქვენ რაიმე არაკანონიერს იტყვით, ახსენებთ, და ა.შ. შესაბამისად, სასამართლო [რეაგირებას მოახდენს] ეს, წინასწარ „დაბევებები“ ნამეტანია უკვე. თუ [შენიშვნა] მისაცემი იქნება, აუცილებლად მოგცემთ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
  • რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს – თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ – მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
  • “მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ? – მეც და ნიკა გვარამიაც ვართ სხდომიდან უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული”- რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge