ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ შილდაში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 65 წლის ქალი ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფები
