ვრცელდება კადრები, სადაც სადაც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე სისხლიანი გარჩევა და ჯგუფური ჩხუბია გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელი დაჩი ტვილდიანი. “პირველების ” ინფორმაციით, მას ოპერაცია “ხეჩინაშვილის კლინიკაში” ჩაუტარდა.
კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობს.
მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვიდეო-მასალაში პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, მისი მამა და დაცვის წევრები ამოიცნეს.
