დიღმის მასივში, დაზიანებულ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს, 11:00 საათიდან გაზის მიწოდება 3 875 აბონენტს შეუწყდება, ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა იმავე დღეს, 12 ნოემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე დასრულდება.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12 ნოემბერს, 11:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება:
დიღმის მასივი, V კვარტალი:
კორპუსები: №1, №1ა, №2, №3, №4, №5, №5ა, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, №18, №19, №20, №21, №22, №23, №24, №25ა და №25ბ, ასევე №17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
დიღმის მასივი, VI კვარტალი:
კორპუსები: №1, №2, №3, №4, №5, №5ა, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №18, №19, №20, №21, №22ა, №22ბ და №23.
ასევე, კორპუსი №24 (გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №31, VI კვარტლის მიმდებარედ, ნაკვეთი №029/017 – შპს „ნიუ გრუპის“ საცხოვრებელი კორპუსი).
ევგენი მიქელაძის ქუჩა:
ავტოსადგომის მიმდებარედ, ნაკვეთზე №19/1 მდებარე საცხოვრებელი კორპუსი.
ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება:
– ევგენი მიქელაძის ქუჩის, აღმაშენებლის ხეივნისა და მიმდებარე ტერიტორიის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს;
– სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღს (ახმეტელის შესახვევი №2);
– №140 საჯარო სკოლას (დიღმის მასივი, V კვარტალი);
– ი/მ „გუგუშვილის“ ობიექტს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება იმავე დღეს, 12 ნოემბერს, 14:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში დატოვოთ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
