Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს

November 11, 2026
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ინიციატივა, რომლის ამოქმედების შედეგად დეკრეტული შვებულების თანხა აღარ დაყადაღდება

პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს 2026 წლისათვის 10 მილიონი ლარით იმცირებს. 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში კი, შესყიდვებისთვის 3 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს.

პარლამენტის მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტების კორექტირების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.

ოქროჯანაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე – 2026 წელს პარლამენტის ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომია 10 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც აპარატის უფროსმა განმარტა, შრომის ანაზღაურების მუხლის ნაწილში შესაძლებელია 6 მილიონი ლარის ფინანსთა სამინისტროსთვის დაბრუნება. მისივე თქმით, საქონლისა და მომსახურების მუხლი 1.5 მილიონი ლარით შემცირდება, რა თანხაც ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე გამოყოფილი ფონდების აუთვისებლობით წარმოიქმნა. გარდა ამისა, დანაზოგია მსხვილ შესყიდვებში, რომელთა შორის არის ბენზინი და როგორც პარლამენტის აპარატის უფროსი აცხადებს, ეს დანაზოგი წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. სხვა ხარჯების მუხლი – 1 მილიონი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლი – 1 მილიონი ლარით მცირდება.

რაც შეეხება პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტს, პარლამენტი მომავალი წლისთვის 3 მილიონის დამატებას ითხოვს, რაც შესყიდვებს მოხმარდება.

„იყო განცხადება და ჩვენ ვაპირებდით, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სხვა შენობაში გადავსულიყავით. ახლა გაირკვა, რომ ეს ამბავი რაღაც პერიოდი დაყოვნდება და 5 წელი მაინც მოგვიწევს…

ადრე მსხვილი ინფრასტრუქტურული შესყიდვებისგან, შენობის გამაგრებისგან, IT-მიმართულებით მსხვილი შესყიდვებისგან თავს ვიკავებდით. ახლა გადავწყვიტეთ, რომ რაკი ჩვენ აქ ყოფნა დიდი ხანი გრძელდება, რაღაც შესყიდვები განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტმა პარლამენტის ბიუჯეტების კორექტირებას მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტის დაფინანსება 91 მილიონ 544 ათასი ლარს შეადგენს. 2027 წლის ბიუჯეტში პარლამენტისთვის განსაზღვრულია 95 მილიონ 445 ათასი ლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია, ახალ წევრს თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის უფლება”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში”- თორნიკე ჭეიშვილი
  • “ნუ გალანძღავთ ნატა ვიბლიანს, ის არის ტრავმირებული ადამიანი“ – ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge