რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების პირველ დღეს მხარეები პატიმრების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, რაც უახლოეს მომავალში შედგება. ამის შესახებ გამოცემას უკრაინის დელეგაციიდან წყარომ განუცხადა.
სამმხრივი დიალოგი ხვალ გაგრძელდება. მოლაპარაკებები დღეს თითქმის 5 საათს გაგრძელდა.
