დანია უკრაინას 642 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გარდა ამისა, დანიის მთავრობამ დამატებით 20 მილიონი ევრო გამოყო უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის
პარალელურად, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კოპენჰაგენში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს
