Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კოორდინირებულად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის – გიორგი ჩაკვეტაძე

November 10, 2026
საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კოორდინირებულად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის – გიორგი ჩაკვეტაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეცნიერების სფეროში ჩართულ ადამიანებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართული მეცნიერების მხარდასაჭერად, მათ შორის, 2027 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ კანონპროექტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 73 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 3 მილიარდ ლარს შეადგენს.

“საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებშია მოცემული, რისი გათვალისწინებითაც, 2027 წელს მთლიანად სექტორის დაფინანსება 3 მილიარდ 709 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 2 მილიარდ 99 მილიონი ლარია დაფინანსება და პირველად რედაქციას 16 მილიონი ლარით აღემატება. გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა. გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან სადამრიგებლო დანამატი გაორმაგდება. ხელფასები გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღებშიც და ამ მიმართულებით სისტემური მიდგომა ჩამოყალიბდება.

ინკლუზიური განათლების დაფინანსება 138 მილიონ ლარს შეადგენს. იგეგმება შესაბამისი უნარების მქონე პედაგოგთა რაოდენობისა და ხელფასების ზრდა. პროფესიული განათლების დაფინანსება 263 მილიონი ლარი იქნება. სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმასთან ერთად, დაგეგმილია აღნიშნული სფეროს რეფორმირებაც.

უმაღლესი განათლება დაფინანსდება 266 მილიონი ლარით. აქედან, 105 მილიონი ლარით დაფინანსდება უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდა.

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – დაფინანსდება 97 მილიონი ლარით. მხოლოდ წელს მეცნიერებაში 6 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო, რაც მის პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, სამეცნიერო სამყარო უფრო დავაახლოოთ საზოგადოებასთან, თვალსაჩინო იყოს მეცნიერების შრომა და ახალგაზრდებში პოპულარიზაცია.

ახალგაზრდობის მხარდაჭერა დაფინანსდება 26,5 მილიონი ლარით. ეს მეტ ახალგაზრდულ პროგრამას, სივრცესა და პროექტს გულისხმობს”, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების პირველ დღეს მხარეები პატიმრების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნე
  • დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის – დააკავეს ორი ადამიანი
  • დანია უკრაინას 642 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge