Tuesday, November 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ – მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით”- ლევან მახაშვილი ოპოზიციას

November 10, 2026
“საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, ეს პროცესი პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დავიწყეთ”- ლევან მახაშვილი

საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ – მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით?! მზად ხართ, რომ სავიზო რეჟიმები დავუწესოთ თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს?! მზად ხართ, რომ სანქციები დავაწესოთ?! – ასე მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მან თავის გამოსვლაში ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშზე ისაუბრა და ყურადღება საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა.

მახაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ტიპის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს.

„ოპოზიციურ კოლეგებს მივმართავ, გადაშალეთ 31-ე თავი და ვნახოთ, რას ითხოვენ საქართველოსგან. პრაქტიკულად, სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან 20% აქვს ოკუპირებული, სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ.

31-ე თავში 3 საკითხზეა ხაზგასმა. პირველი – განცხადებებზე მიერთება. არის საუბარი, რომ საქართველო ვალდებულია, როგორც კანდიდატ ქვეყანა, სრულად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. საუბარია იმაზე, რას არ მიუერთდა საქართველო. საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირის დამგმობ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის მიმართ. აღარაფერს ვამბობ სხვა მეზობლებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, გამოვიდეთ და ყოველი დღე დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების, მეზობლების გმობით?! ასე წარმოგიდგენიათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოება?!

მეორე იყო სავიზო რეჟიმი – საქართველომ თავისი სავიზო რეჟიმი უნდა მოარგოს ევროკავშირის სავიზო რეჟიმს. ერთი წამით წარმოიდგინეთ სავიზო რეჟიმები ჩვენი მეზობლების მიმართ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიმართ, იმიტომ რომ აქ საუბარია თურქეთზე, ჩინეთზე, აზერბაიჯანზე და სხვაზე, იმიტომ რომ მათ არ აქვთ სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან. წარმოიდგინეთ, ეს რა კატასტროფა იქნება ჩვენი ტურიზმისთვის, რა კატასტროფა იქნება ჩვენი, როგორც სავაჭრო დერეფანში საკვანძო სახელმწიფოსთვის.

მესამე საკითხი იყო სანქციები – საქართველო უნდა მიუერთდეს სანქციებს. ამაზე ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ერთი მხრივ, საქართველო არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად და მეორე მხრივ, უკაცრავად, მაგრამ რუსეთის იქნება თუ სხვა ქვეყნების მიმართ, საქართველო ორმხრივი სანქციების მიერთებას არ აპირებს. ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე და იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.

ჩვენ ამას ვებრძვით. ამიტომაა რომ ქვეყანას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ამ ანგარიშის მიმართ. საქართველოს არ უნდა გახდეს მონაწილე სხვა ქვეყნისების დაპირისპირების და კონფრონტაციის. საქართველოს არ სჭირდება „მეორე ფრონტი“. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება.

ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, კითხვას ვსვამ, თქვენ მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით?! მზად ხართ, რომ სავიზო რეჟიმები დავუწესოთ თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს?! მზად ხართ რომ სანქციები დავაწესოთ?! ამაზე პასუხებია, მეგობრებო საჭირო. აქ გამოსვლა და ლამაზი სიტყვებით ფარული დღის წესრიგით შეფუთვა სხვა საკითხია. ამ კითხვებს პასუხი თუ არ გაეცა, ყველაფერი დანარჩენი იქნება მეორეხარისხოვანი. ამ კითხვებს თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე. სანამ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში ჩვენ არ ვაპირებთ ამ ტიპის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას,“ – განაცხადა მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ მე ამ გა­უ­გო­ნარ მო­თხოვ­ნებს არ შე­ვას­რუ­ლებ…” – ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს
  • “ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს ე.წ. ჩრდილოვან მმართველობას მის სისხლის სამართლის საქმესთან – მისი ნებაა, საზოგადოებას რა ლექსიკით ესაუბრება, მაგრამ ჩვენ ვისურვებდით კონკრეტულ პასუხებს მის საქმეზე”- ლევან მახაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • საქმის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია მტკიცებულებების გამოკვლევა – მოსარჩელე როცა ითხოვს 5 ევროპული პარტიის გაუქმებას, უნდა ვიცოდეთ, რა მტკიცებულებები აქვთ – ლევან ბეჟაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge