თურქეთში, ქალაქ იზმირში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და “ინციდენტში დამნაშავე ყველა პირის ვინაობა დადგინდება”.
“სამწუხაროდ, აფეთქების შედეგად ჩვენი 16 ძმა და და დაიღუპა. კიდევ 13 პირი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ არის. აფეთქების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს დაღუპულ მუშებს. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს”, – განაცხადა ერდოღანმა.
იზმირის გუბერნატორის ინფორმაციით, სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს, ამწე ჩამოვარდა და გაზსადენი დაზიანდა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის დროს, ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
