Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს – სხვა არანაირი დანიშნულება ამას არ აქვს – გია ვოლსკი

November 9, 2026
შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს – სხვა არანაირი დანიშნულება ამას არ აქვს – გია ვოლსკი

შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს – სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა ნამდვილად იყო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას შოიგუ როგორ შეაფასებს.

რაც შეეხება „3+3 ფორმატს“, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ამ ფორმატში მოაზრებულ ქვეყნებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება.

„არ ვიცი, თქვენ ქებას რას ეძახით, მაგრამ რეალურად იყო აჯანყების, გადაგდების, ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა, თუმცა „მშვიდობიანი დამხობა“ კი დაარქვეს. შოიგუ ამას როგორ შეაფასებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება აშკარად დავინახოთ, ის არის, რომ შოიგუს ასეთი განცხადებები, თუ ვინმესთვის გამოდგება მაშველ რგოლად, ეს მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს. სხვა არანაირი დანიშნულება ამ განცხადებას არ აქვს. რაც შეეხება აჯანყებას თუ ე.წ. მშვიდობიან დამხობას, ეს ფაქტი მოხდა, მიუხედავად იმისა, შოიგუ ამასთან დაკავშირებით რას იტყვის.

რაც შეეხება იმას, რომ „3+3 ფორმატი“ შეიძლება შედგეს, ამასთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ამ ფორმატში მოაზრებულ ქვეყნებსაც არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მით უმეტეს საქართველოს, ვინაიდან ქვეყანასთან, რომელიც ამ პროცესის ხელმძღვანელად მიიჩნევს თავს, არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. მიმდინარე ოკუპაცია, რასაკვირველია, საშუალებას არ გვაძლევს რაიმე პოლიტიკურ თემაზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ყველას შეიძლება დავუსვათ ერთი შეკითხვა: როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუკი ღმერთმა ნუ ქნას, მათი აჯანყება წარმატებით დამთავრდა, რის პერსპექტივასაც ვერ ხედავენ, და ხელისუფლების სადავეები მართლაც ჩაიგდეს ხელში, რას იზამენ? შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობას და გამოაცხადებენ სანქციებს რუსეთის მიმართ, თუ გააგრძელებენ ამ შეზღუდული რაოდენობით თუ ფორმატით რუსეთთან ურთიერთობას? თუ როგორ, რა გზით შეიძლება ვიაროთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ ეკონომიკურ დარბევას?“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება. მისი თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ხაზს უსვამს 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.

„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო – მივესალმებით საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის განახლებაც,” – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახელმწიფო ენერგოსისტემამ განაცხადა, რომ კომპანია “სიმენსისგან” 48 ათას დოლარად შეიძენს პროგრამულ უზრუნველყოფას… მხოლოდ ახლა გააცნობიერეს მსგავსი პროგრამის დაყენების აუცილებლობა” – რომან გოცირიძე
  • ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება
  • ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს – დავით ჩიხელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge