Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია – ნათია თურნავა

November 9, 2026
ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია – ნათია თურნავა

„ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. არსებობს ინტერესი, როგორც უკვე არსებულ საბანკო ინსტიტუტებში ახალი ინვესტორების შემოსვლის, ისე საქართველოში ახალი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების შექმნის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოს საბანკო სექტორში ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

საუბარია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივა საქართველოში უცხოური ბანკების ფილიალების, შვილობილი კომპანიების დაფუძნებისა და მათთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიზანია საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.

ნათია თურნავას განცხადებით, სანდო ქვეყნების ან საბანკო ინსტიტუტების კონკრეტული ჩამონათვალი განსაზღვრული არ არის. ეროვნული ბანკი ინვესტორებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, ქვეყნისა და კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგებზე.

კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ უცხოურ ბანკებს, რომლებიც სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობენ და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ბანკის ცნობადობა და რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და მფლობელობის სტრუქტურის გამჭვირვალობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ბაზარზე წვდომას გაამარტივებს და ინვესტორებისთვის უფრო მოქნილ გარემოს შექმნის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება გამჭვირვალე და ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს პირობებში მოხდეს.

კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩინეთი მშვიდობიანი პოლიტიკით ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფოა, საქართველოს აქვს პოტენციალი, პეკინთან ურთიერთობები გააღრმაოს, რაც ჩვენს ქვეყენას მხოლოდ წაადგება”- ვარლამ ლიპარტელიანი
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge