Sunday, November 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძემ უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

November 8, 2026
კახა კალაძემ უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის,- ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც დღეს მის ოჯახს სარგებლობის უფლებით ბინა გადასცა.

როგორც ხოჯავამ საუბრისას აღნიშნა, მისი ოჯახის ათი წლის ოცნება თბილისის მერიის შესაბამისმა პროგრამამ რეალური გახადა.

„ბავშვები პატარები მყავდნენ, ბინა რომ დავკარგეთ. დღეს ვფიქრობ, რომ ოცნებები ხდება. მე ეს ოცნება ამიხდა ათი წლის შემდეგ. 2016 წელს შევიტანეთ განცხადება მერიაში. ამდენი წლის შემდეგ საერთოდ აღარ მქონდა იმედი. კახა კალაძემ დიდი სიკეთე გამიკეთა და ვისურვებ, ეს სიკეთე დაბრუნებოდეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, არ დაყაროს ფარ-ხმალი. მე ბევრი ვიბრძოლე მთელი ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მეგონა, რომ სულ მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა ამდენი ადამიანია ჩემს გვერდით და ჩემი ოცნება ასე ხილულად ახდა. ბინა სრულად მოწყობილი და აღჭურვილი დაგვხვდა და როგორ შეიძლება, მადლობელი არ ვიყო. ბატონმა კახიმ გააკეთა სასწაული და მინდა, ჩვენი მოსახლეობა ენდოს მას“, – განაცხადა ნინო ხოჯავამ.

კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა.

„გილოცავთ ახალმოსახლეობას. კარგად მესმის, რას ნიშნავს საკუთარი ჭერი – ეს არის სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების საფუძველი. მინდა, ვუსურვო წინსვლა და წარმატებები თქვენს ოჯახს და ასევე ვისურვო, რაც შეიძლება, ნაკლებ ადამიანს ჰქონოდეს უსახლკარობის პრობლემა. ჩვენ, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომავალშიც დაგეხმარებით და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი უერთდება თქვენს სიხარულს და არის უსაზღვროდ ბედნიერი. ჩვენთვისაც იმხელა სიხარულია, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, გაკეთებული საქმეებით სხვას რომ ვაბედნიერებთ. როგორც იცით, უსახლკაროთა ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა იყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დაპირება, რაც დღეს წარმატებით ხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ნინო ხოჯავა ახალ ბინაში შვილებთან – თამარ და ქეთევან ნიკოლაძეებთან ერთად იცხოვრებს. ბინა სრულად გარემონტებულია და საჭირო ავეჯითა და სამზარეულოს ტექნიკით არის აღჭურვილი.

ოჯახს თბილისის მერიის უწყებათაშორისი კომისიის მიერ უსახლკაროს სტატუსი რამდენიმე წელია, მიენიჭა და საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

წელს საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე 40 ოჯახს გადაეცა. 12 ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერი ხოჯავას ოჯახს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ დირექტორ გოჩა მინდიაშვილთან ერთად სტუმრობდა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • “სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი” – დავით მათიკაშვილი
  • ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა საქართველოში – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge