მამა პეტრე კოლხი:
ახლოს არის ის ბედნიერი წამები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიამი ამ თითქმის ერთი თვის მანძილზე ითვლიდა…
დიდგორობაა… ჩვენი ქვეყნის ისტორიას უამრავი მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვს, მაგრამ ისე, როგორც აღდგომა არ შედის საუფლო დღესასწაულებში და ის დღესასწაულთა დღესასწაულია, დიდგორობაც სხვა სიმაღლეზე დგას და ამიტომ სათანადო პატივს იმსახურებს…
ტაძარი, რომელიც სასხორის წმინდა გიორგის სახელით არის ცნობილი, დიდგორის ქედს ემიჯნება და, როგორც ადგილობრივები, ისე წყაროები მოწმობენ, დავითის ეპოქასთან არის დაკავშირებული…
ამ მცირე ხნის მანძილზე, თქვენი, მოწყალე ადამიანების დახმარებით, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ… საშრომი ისევ ბევრია, მაგრამ ძალიან გვინდოდა, საუკუნეების მერე, პირველი წირვა სწორედ დიდგორობისთვის აღვლენილიყო… ეს შეუძლებელი იქნებოდა, კეთილი, მოწყალე, მზრუნველი ადამიანების გარეშე… ასეთი ბევრი აღმოჩნდა… ვერავის დავასახელებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს… ყველას სახელი ჩაიწერება ტაძრის მოსახსენიებელში და ყველას დაგლოცავთ სასხორის წმინდა გიორგი…
დიახ, 11 აგვისტოს, ღამის თორმეტ საათზე წირვა აღევლინება…
მართალია, ტაძარი მცირე ზომის არის, მაგრამ დიდი გული გააჩნია, ყველას დაგვიტებს… გელით, გეპატიჟებით… ერთად შევხვდეთ დიდგორობას… ერთად ვიზეიმოთ ამ ტაძრის გამოცოცხლება…
მადლობა ყველას… ყველას… ყველას….
მადლობა ჩემ მეგობრებს… პირველი წამიდან ძალიან დამიდგნენ მხარში…
მადლობა მათ, ვინც სიტყვა შეგვაწია იესოსთან, ვინც ფიზიკურად, მატერიალურად დაგვეხმარა…
ამ ტაძრიდან იწყება დიდგორის აღმართი, ამ აღმართის ბოლოს ქართველებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს…
ეს ტაძარი აუცილებლად იქცევა გამარჯვების სიმბოლოდ…
გილოცავთ!..
წინ, დავითის ეპოქისკენ!..