საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად ჯგუფურად შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით – 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ნოემბერს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 13 400 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები.
